|
2024-11-08 09:28:50, 518 ნახვა
მსოფლიო
ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან - გაცემულია 10 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება
ლოს-ანჯელესის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან, რის გამოც 10 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, კალიფორნიის შტატში ტყის ხანძარი ორი დღის წინ, ლოს-ანჯელესიდან 40 კილომეტრის დაშორებით გაჩნდა, ძლიერმა ქარმა კი, ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. როგორც კალიფორნიის გუბერნატორი აცხადებს, 3 500 საცხოვრებელ სახლსა და სხვა შენობებს ამ დროისთვის საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ფედერალური დაფინანსება უკვე გამოყოფილია.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამო, ვენტურას ოლქში 20-ზე მეტი სკოლაა დახურული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


კალიფორნიის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ოლქის ხელმძღვანელობამ მოსახლეობას მოუწოდა, ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვისა და წაქცეული ხეების გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)