20:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 16:21:16, 699 ნახვა

პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: ხშირად ბევრ საკითხზე გარკვეული პირების პოზიციები უცნობია

„ბევრ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პირების პოზიცები უცნობია. კოორდინაცია საჭიროა“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დავით საგანელიძის მიმართ უმრავლესობის წევრების  პრეტენზიებს.
მისივე თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“  არავის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ აპირებს და ერთიანობას შეინარჩუნებს.
 „ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში კოორდინაცია არის ნაკლები.  სამწუხაროდ,  ხშირად ბევრ საკითხთან დაკავშირებით  გარკვეული პირების პოზიციები უცნობია – რაც ჩვენ გვჭირდება, რათა უმრავლესობაში გვქონდეს ერთიანი პოზიცია. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვქონდეს კოორდინაცია და არავის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ ვაპირებთ, არც მტრის გახარებას არ ვაპირებთ.  ჩვენ ერთიანობას შევინარჩუნებთ და მშვენიერი ურთიერთობა გვექნება“, – აღნიშნა ჩაფიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ  საპარლამენტო უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ  კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. " უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics