20:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 17:12:14, 614 ნახვა

საზოგადოება
ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განვითარებაში დაინტერესებულმა ინვესტორებმა 2016 წლის 25 თებერვალს დაათვალიერეს პროექტის სამშენებლო და მიმდებარე ტერიტორიები.

ინვესტორების წარმომადგენლებს გიდობას უწევდნენ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის,“ სს „ნამახვანის“ და პროექტის ძრითადი დიზაინის ავტორის  - „Studio Ing. G Pietrangeli Srl”- წარმომადგენლები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ნამახვანის და ტვიშის კაშხლების და ჰესის შენობების  განთავსების ტერიტორიები, ასევე სს „ნამახვანის“ მიერ აშენებული ახალი ხიდი სოფ. ჟონეთში, რომელიც მოემსახურება ჰესის მშენებლობის დროს ელექტრომექანიკური მოწყობილობების და მასალების გადატანას.

იმავე დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ჩატარდა შეხვედრა, სადაც პოტენციური ინვესტორების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ ნებისმიერი შეკითხვა როგორც ინვესტორთა შერჩევის პროცედურებთან, ისე პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ინვესტორებს განმარტებებს აძლევდა სს „ნამახვანის“ წარმომადგენელი, დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია. ყველა დასმული შეკითხვა შესაბამისი პასუხებით უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ელექტრონულად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics