|
2016-02-26 09:59:14, 526 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი პროკურატურას საგარეჯოს არჩევნების საქმის ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პროკურატურას მოუწოდებს საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმე ეფექტურად გამოიძიოს, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ სამარცხვინო მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული. „მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ რაც შეიძლება ეფექტურდ იმუშაოს. თუ რამე კითხვები არსებობს, ამ ადამიანებს პასუხი გასცენ. არ მაქვს ილუზია, რომ მათ სიმართლე აინტერესებთ, მაგრამ ჩვენ ქვეყანა ვართ დაინტერესებული, რომ ეს ბინძური კამპანია იმ მასშტაბით და ფორმით, რაც ხელისუფლებას მოეთხოვება, დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, სამარცხვინო მეთოდებისა და კამპანიის მომსწრეები გავხდებით წინასაარჩევნო პერიოდში,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა. საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგებზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)