|
2024-10-17 16:15:19, 401 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა - რუსეთი აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია
მოსკოვი საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია და იმედოვნებს, რომ თბილისის პოზიციაში დადებითი ცვლილებები მომავალ მოლაპარაკებებზე აისახება და კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზახაროვას თქმით, "საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები, მოუხადონ ბოდიში სამხრეთ ოსეთის ხალხს 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომისთვის, გარკვეულ იმედს იძლევა". "რუსეთი, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, ძალიან არის დაინტერესებული აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. მოსკოვი მზად არის, სრულად შეუწყოს ხელი ამ საკითხს როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში. თუმცა, საქართველოდან ბოლო დროს გაჟღერებული განცხადებები იმის შესახებ, რომ აპირებენ ბოდიში მოუხადონ სამხრეთ ოსეთის ხალხს სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული ომის გამო, გარკვეულ იმედს იძლევა. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი განწყობა აისახება ქართული დელეგაციის მუშაობაში ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მოახლოებულ რაუნდებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოხუმი და ცხინვალიც მზად არიან, გადაფურცლონ ტრაგიკული ფურცელი საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიაში. უფრო მეტიც, ქვეყნები მზად არიან, გადაფურცლონ ეს გვერდი კონკრეტული პრაქტიკული საქმეების უზრუნველყოფით, პირველ რიგში ესაა თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება",- განაცხადა ზახაროვამ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)