|
2024-10-17 12:54:03, 393 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა. როგორც ქურდოვანიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "რუსული კანონის" წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შევა. "სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გრძელდება. დღეს, 17 ოქტომბერს ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ - რუსულ კანონს და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ. რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება",- განაცხადა ქურდოვანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)