20:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:31:58, 727 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: საუბარი არაა მხოლოდ ტყიბულზე, ძველი საგადასახადო შეღავათი ყველას აღუდგება

 იმ დასახლებებში, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი არ აქვთ და მაღალმთიანი რეგიონების ძველი კანონიდან გამომდინარე, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საგადასახო შეღვათებით სარგებლობდნენ, ისინი ამ შეღავათებით 2016 წლის 1 იანვრიდანაც უკუქმედების ძალით ისარგებლებენ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთვრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

 მინისტრის განმარტებით, ვინც აღნიშნული საგადასახადო შეღავათით სარგებლობდა, 3 000 ლარამდე შემოსავალი ისევ 10%–ით დაებეგრება.

 „მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში გარკვეული ტიპის ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის საგადასახადო შეღავათებს. ქალაქი ტყიბული არ არის მაღალმთიან ზონაში, ის არის ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე და შესაბამისად, ის არ ყოფილა შეყვანილი ახალ ჩამონათვალში. ამავე დროს ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ ასეთი შეღავათი არსებობდა 31 დეკემბრის ჩათვლით და პრემიერმინისტრის დავალებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს და გააგრძელოს გასული წლის ბოლომდე არსებული საგადასახადო შეღავათის მოქმედება მათთვის, ვისაც ახალი კანონის მიღების შემდეგ ეს შეღავათი გაუუქმდა. საუბარი არ არის მხოლოდ მეშახტეებზე და ასევე მხოლოდ ტყიბულზე, აქ საუბარია მათზე, ვისაც ჰქონდა საგადასახადო შეღავათი 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მაღალმთიანი რეგიონების ძველი კანონმდებლობიდან გამომდინარე. შეღავათი ითვალისწინებდა წელიწადში 3000 ლარის შემოსავლის 10%–ით დაბეგვრას“, – აღნიშნა ნიოდარ ხადურმა. მინისტრი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მეშახტეების პროტესტის გამო არ მიუღიათ. „ადრეც მიდიოდა ამაზე საუბარი, ჩვენ გავაანალიზეთ ეს არსებული სიტუაცია, რა მოხდა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საგადასახადო შეღავათის გაუქმებით შესაძლებელი იყო, რომ ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელისათვის მდგომარეობა გაუარესებულიყო, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ძველი შეღავათი“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics