23:39 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 14:40:58, 417 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

რუსეთის ფედერაციაში, სახას რესპუბლიკის (იაკუტია) ოლეკმინსკის რაიონში An-3 AK Borus-ის ტიპის მსუბუქი მრავალფუნქციური თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იაკუტიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, თვითმფრინავმა "ავარიული დაშვება" ქალაქ ოლეკმინსკიდან 1.5 კილომეტრში განახორციელა.

"თვითმფრინავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი და 2 მგზავრი",- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მედიისა და Telegram-არხების ცნობით, თვითმფრინავი ოლეკმინსკიდან ჟელეზნოგორსკში მიფრინავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics