23:39 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 13:35:55, 412 ნახვა

მსოფლიო
ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ლიეტუვის მოქალაქეებმა სეიმის (ერთპალატიანი პარლამენტის) 141 წევრი ორტურიანი არჩევნების შედეგად უნდა აირჩიონ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ქვეყანაში 2 000-მდე საარჩევნო უბანია გახსნილი.

არჩევნებში მონაწილეობას, დაახლოებით, 2.4 მილიონი ადამიანი მიიღებს.

დღეს, 70 დეპუტატს აირჩევენ პარტიული სიებით, რომლებსაც შეუერთდებიან ერთმანდატიანი ოლქებიდან ის კანდიდატები, რომლებიც ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებენ.

მეორე ტურში, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება, ერთმანდატიანი ოლქების უმრავლესობაში ამომრჩევლები არჩევანს ორ ყველაზე კარგი შედეგის მქონე კანდიდატს შორის გააკეთებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics