|
2024-10-13 12:19:17, 345 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
“ფსიქიკური ჯანმრთელობა - სერვისები და თანამედროვე გამოწვევები“ - ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ სტიგმებთან ბრძოლაა. "ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე გამოვლენილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ და დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ. ღონისძიების დასასრულს, ბენეფიციარების ნახატების გამოფენა გაიმართა. შეხვედრა, ხონში, "ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში" გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)