|
2024-10-09 15:17:26, 336 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა „თბილისობის“ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა
თბილისის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობას უხდის. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა ღონისძიებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. „გასულ უქმეებზე დედაქალაქმა „თბილისობა“ იზეიმა. მოხარული ვარ, რომ თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია რიყესა და ორბელიანის მოედანზე გამართულმა დღესასწაულმა. გაწეული უდიდესი შრომისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ სამსახურის წარმომადგენელს, ვინც აქტიურად იყო ჩართული სამზადისში, რათა შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებში სასიამოვნო შეგრძნებებს გამოიწვევდა. მართლაც ულამაზესი დღესასწაული გამოვიდა. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო არტისტებს, მეწარმეებს, კერძო კომპანიებსა და ყველა სხვა მონაწილეს, ვისი ჩართულობითაც არაჩვეულებრივად აღვნიშნეთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეები. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. „მინდა, მივმართო მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს: მოემზადეთ, მეგობრებო. წელს გვექნება საოცარი, ჯადოსნური „საახალწლო სოფელი“, საკმაოდ მასშტაბური. ბოლო წლების განმავლობაში მართლაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი „საახალწლო სოფელი“ არა მხოლოდ საქართველოსა და თბილისში, არამედ ევროპასა და მსოფლიოშიც საუბრობენ ჩვენი დედაქალაქის საახალწლო დღეებზე. წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ ყველაფერს და თქვენი როლი, მხარდაჭერა და ყურადღება მნიშვნელოვანია. მადლობა ამ თანამშრომლოობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)