09:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-06 18:58:15, 563 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო

უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, "აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი".

"რამდენი ქარდიც გამოქვეყნდა, თითოეული იყო დეზინფორმაცია და მანიპულაცია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, მათ შორის მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან თუ დონორებთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თუ არ ვცდები, სამი ქარდი იყო, სამივე ქარდი დეზინფორმაციული ან მანიპულაციური ხასიათის, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება",- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics