|
2024-10-06 13:32:59, 436 ნახვა
საზოგადოება
ეთიკის ქარტია - მხარს ვუჭერთ ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ „ქართული ოცნების“ არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანიების "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ "ქართული ოცნების" არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ "ქართული ოცნების" არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას. ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია",- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)