|
2024-10-04 16:06:23, 498 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით AWS Game Day გაიმართა
"საქართველოს ბანკი" აქტიურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Amazon – ის ღონისძიება AWS Game Day გაიმართა. ღონისძიების მიზანი ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის პრაქტიკული შესაძლებლობის მიცემა იყო. AWS Game Day-ზე ჰაკათონი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა AWS-ის გადაწყვეტები რეალურ სამყაროში არსებულ პრობლემებს მიუსადაგეს. ჰაკათონში მონაწილეობა დაინტერესებულ ადამიანებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად შეეძლოთ. "საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია აქტიურ რეჟიმში ცდილობს ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მთლიანად ქვეყანაში. წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ტექნოლოგიური ღონისძიების მხარდამჭერები ვყოფილვართ. AWS Game Day კი მორიგი ღონისძიებაა, რომლის მიზანიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის ამაზონის ვებ სერვისების გაცნობა, მისი პრაქტიკაში გამოყენება და ინდივიდუალური გადაწყვეტების მოფიქრება იყო. გარდა ამისა, ღონისძიება მათთვის ნეთქვორქინგ გარემოს შექმნასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს გაეცნონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)