|
2024-10-02 11:41:50, 439 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - 11 ოქტომბერს, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება. „11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება - ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთებთ ღია ჩვენებას და დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ. ქართველ გულშემატკივარს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მოგვიანებით საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ ღია ჩვენებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ. უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)