07:48 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 09:32:57, 377 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ანგისას ქუჩა - ე.წ. მახოს ხიდი) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა.

დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics