|
2024-09-25 22:38:12, 330 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - პაციენტის უსაფრთხოება არა მხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, არამედ, პრაქტიკულად, მთლიანად ჯანდაცვის მიზანია
მინდა, ყველას მოვუწოდო მეტი ყურადღებისკენ, მეტი ძალისხმევა ხმარდებოდეს იმ საქმეს, რასაც პაციენტის უსაფრთხოება ჰქვია. პაციენტის უსაფრთხოება არა მხოლოდ ინსტრუმენტია ჯანდაცვის პოლიტიკის წარმართვისთვის, ეს, პრაქტიკულად, მთლიანად ჯანდაცვის მიზანია. ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირებს, რათა პაციენტი რაც შეიძლება უსაფრთხოდ იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პაციენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რამდენიმე წლის წინ აღიარა და ამას ფეხი უნდა აუწყოს საქართველომაც. „რამდენიმე წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრობლემური საკითხი გლობალურად. ეს არ ეხება მხოლოდ რომელიმე სახელმწიფოს ან რეგიონს. ბუნებრივია, საქართველო ამ ყველაფრის ნაწილია, შესაბამისად, ჩვენც რაც შეიძლება მეტად ორიენტირებული უნდა ვიყოთ, მაგალითად, სამედიცინო შეცდომების პრევენციაზე. მნიშვნელოვანია ე.წ. პრუდენცირებული რეგულირების მექანიზმები, როდესაც პრევენცირებული იქნება სამართალდარღვევა. მნიშვნელოვანია, მკაფიო რეგლამენტაცია იმისა, რა შემთხვევაში შეიძლება იწვევდეს პასუხისმგებლობას რომელიმე დარღვევა და რა შემთხვევაში – არა. ამაზე ძალიან დიდია მსჯელობა, მათ შორის სამართლის სფეროში არის უმნიშვნელოვანესი დისკუსია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება და განვითარება, მთავარი მიზანი კი სამედიცინო შეცდომების შემცირებაა. „მნიშვნელოვანია თანამედროვე მიდგომები, რომლის მიზანიც, ფუნქციაც გახლავთ, რაც შეიძლება მეტად შემცირდეს შეცდომები, მათ შორის დიაგნოსტიკის ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს შესაძლებელია ტექნოლოგიების, პროტოკოლების გაუმჯობესებით, ცოდნის გაუმჯობესებით. დარღვევების პრევენციის მიმართულებით შეიძლება იყოს ორმაგი მონიტორინგი და ნებისმიერი სხვა რამ, რაც მიიჩნევა, რომ კარგი ინსტრუმენტია ასეთი დარღვევების გამოსარიცხად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)