17:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 17:25:50, 526 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე გახარიაზე - გავაგრძელებთ კონსულტაციებს - არ დამთავრებულა

ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გახარიას "კონსტრუქციული მიდგომისთვის" მადლობა გადაუხადა.

"მათთან [კოალიციასთან] შეთანხმების გარეშე, მე დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. კოოპერაციაზე წინააღმდეგი არავინ არაა. ჩვენ ბატონ გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში, კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შემოვალ, რადგან ეს ჩვენი პირადი მოლაპარაკებაა. თანაბარსწორუფლებიანი პარტნიორი თანაბარსწორუფლებიან პარტნიორობას ნიშნავს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა, მას კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადავუხადო. ეს მარტივი რაღაც არ არის. მინდა, იმას მივაღწიო, რომ არჩევნებამდე ჩვენ მოქალაქეებს ვაჩვენოთ, კოალიცია როგორ გამოიყურება და ვის რა ზომა და წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს მთავარი არაა. მთავარი არის, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის, იდეის გარშემო საქართველოს ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვიძლია",- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას გაერთიანების საკითხზე​ მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევდა.

გუშინ, 17 სექტემბერს ვიდრე ხაზარაძე და გახარია ზურაბიშვილს შეხვდებოდნენ, პირისპირ შეხვედრა გამართეს. დღეს, 18 სექტემბერს კი, ორი ლიდერის შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics