09:44 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 15:18:53, 441 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ვაკვირდებით ინფორმაციას, რომელიც შეერთებული შტატებიდან მოდის - ვხედავთ, რამდენად დაძაბულია სიტუაცია პოლიტიკურ კონკურენტებს შორის

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიახლოვეს მომხდარ სროლას ეხმაურება.

პესკოვის განცხადებით, ჩანს, რომ პოლიტიკურ კონკურენტებს შორის "დაძაბულია სიტუაციაა".

“რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციას შეერთებული შტატებიდან და ვხედავთ, რამდენად დაძაბულია სიტუაცია, მათ შორის პოლიტიკურ კონკურენტებს შორის. პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება და სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ არასოდეს ჩავრეულვართ და ჩავერევით აშშ-ის არჩევნებში“,- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ყუბანში მდებარე საკომპრესორო სადგურს და ვორონეჟის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს შეუტიეს.
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმების ბრძანება თურქეთში ყოფნისას გასცა
ირანმა დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე 85 ამერიკული ობიექტის წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics