20:55 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 21:51:40, 396 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები

ჯერ ერთი - რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში, მე არ ვიცი, მსგავსი ტიპის კანონი, არ მინახავს და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის რუსული კანონი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, საიდან ფინანსდებიან  არასამთავრობო ორგანიზაციები, - ამის  შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კალაძეს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ბენ კარდინის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელმაც განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი რუსული კანონის ანალოგს წარმოადგენს. 

"გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს,  რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები, ვისი ინტერესია, რა ინტერესია, ეს ყველაფერი ცხადი უნდა იყოს, თუმცა აქ ერთი რამ არის მთავარი - ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს და ამ ეჭვს ის კონკრეტული დაფინანსებები ადასტურებს, რომელიც ხელშემწყობი იყო რევოლუციური სცენარებისთვის, ექსტრემისტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ დასაფინანსებლად და საზოგადოებამ უნდა იცოდეს დეტალურად, ვინ დგას ამის უკან, რომელი სახელმწიფოები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ ამ ერთ რამეს ითხოვს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

კახა კალაძის თქმით,  საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით დაკავებული  უცხო ქვეყნების წარმომადგენლების  პოლიტიკური გზავნილების მთავარი  მიზანი  საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს  შორის დაპირისპირების გაჩენაა. 

"როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, იგივე მესიჯები იყო, აი, თქვენ კარგი ხართ, ქართველები, იმსახურებთ ევროპას, თუმცა ხელისუფლება გყავთ ცუდი, ეს ბრიყვული მესიჯი ჰქონდათ მაშინაც. მცდელობა იყო, რომ საზოგადოება დაეპირისპირებინათ ხელისუფლებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი კაცი არის გონიერი და რეალურად ხედავს, რა მოცემულობა გვაქვს დღეს  და ყველა ის ადამიანი, რიგითი მოქალაქე, ვისაც უყვარს ქვეყანა და უნდა მშვიდობის შენარჩუნება, არავის არ მისცემს იმის ფუფუნებას და უფლებას, საკუთარი ქვეყანა, სადაც დაიბადა, გაიზარდა, შვილები, შვილიშვილები ჰყავს, გამოაყენებინოს ვიღაცას ვიღაცის ინტერესების გასატარებლად, რომ მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ გვაქვს უკრაინაში. არავის მივცემთ იმის უფლებას, საქართველოში მივიღოთ იგივე მდგომარეობა", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics