19:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 21:28:33, 388 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია

ყველა, ვინც ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, მტერია, - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკელი სენატორების კრიტიკის საპასუხოდ. 

ამასთან, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მიესალმება საერთაშორისო დამკვირვებლებს. 

"მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საერთაშორისო მისიების ჩამოსვლა, რომლებიც დააკვირდებიან არჩევნებს. ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია. აბსოლუტურად მშვიდად, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააცნოს თავისი ხედვა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

ცალკე თემაა რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს სათქმელი გარდა სიცრუისა.  რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს, ისინი არიან თაღლითები. რა მნიშვნელობა აქვს, სენატორი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქვეყანას, ამერიკელი იქნება, ევროპელი, რუსი თუ ჩინელი, ჩემთვის ყველა მტერია. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს უდიერად მოეპყრობა და ამ ტიპის განცხადებებს გააკეთებს, ყველა არის მტერი", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics