20:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 21:23:38, 375 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ

თბილისის მერი კახა კალაძე სამარცხვინოს და წარმოუდგენელს უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლის ფაქტს. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა,  ყოველივე ამას ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გასცემს პასუხს. 

"სამარცხვინოა, გიგაურს რომ მიიწვევ იქ. წარმოუდგენელია, კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ. ქართველმა ხალხმა შეაფასოს ეს ყველაფერი, მე არაფერს ვიტყვი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ვინ არიან კოლექტიური გიგაურები საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, მათ, ყველას გასცემს შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics