|
2016-02-20 13:01:18, 1014 ნახვა
საზოგადოება
ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება
თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, ბარათაშვილის ხიდსა და ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. დავით ნარმანიამ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს კონკრეტული დავალებები მისცა - ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, მერის დავალებით, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, კერძოდ, 30 აპრილის ნაცვლად 15 მარტს დასრულდება. ამ დროისთვის, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ფაზაშია შესული, დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის გადატანა, მოაჯირების მონტაჟი ხიდის ქვეშ მდებარე საფეხმავლო ბილიკზე სრულდება. მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი და ბორდიურებზე ახალი ფილების დაგება. სამუშაობის დასრულების შემდგომ, ორმხრივად გაიხსნება საავტომობილო მოძრაობა. ბარათაშვილის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს და თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 1.970.000 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, ამ დროისთვის, გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, მომზადდა პლატფორმა და ბურჯებისთვის ხიმინჯების მოწყობა მიმდინაროებს. რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ძეგლი შეფუთულია სპეციალური მასალით. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და ძეგლი, კვლავ პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. პუშკინის ქუჩაზე ორმხირვი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალიძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3.950.000 ლარი დაიხარჯება.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)