14:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 12:12:42, 458 ნახვა

მსოფლიო
იუკნევიჩიენე - ბიძინა და EU-ში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან

ბიძინა და EU-ში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ  თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

იუკნევიჩიენის თქმით,  არ გამორიცხავს, დაიწყოს მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე.

"ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ღიად უნდა ვთქვა: ბიძინა და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია ერთმანეთთან. დებიძინიზაციის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და ვიცი მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო დაფუძნებული დამსახურებაზე. ეს იყო უფრო ქართველი ხალხის წახალისება, რომ ისინი არ უნდა დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელონ. მე არ ვიცი, ამაზე უფრო როგორ უნდა გართულდეს სიტუაცია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. საქართველო ლიდერი იყო ევროპული რეფორმების მხრივ, ახლა კი სომხეთი უფრო წინ არის, ვიდრე საქართველო", - განაცხადა იუკნევიჩიენემ .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics