18:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 10:03:45, 423 ნახვა

მსოფლიო
ალასკაზე მეწყერი ჩამოწვა, დაღუპულია ერთი და დაშავებულებია 3 ადამიანი

ალასკაზე, ტურისტულ ქალაქ კეტჩიკანში მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 3 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით,  ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად განადგურდა 5-მდე სახლი. დაახლოებით 40 საცხოვრებლიდან ევაკუაციის განკარგულებაა გაცემული.

"კეტჩიკანში ჩემი 65-წლიანი ცხოვრების განმავლობაში ასეთი მასშტაბის მეწყერი არასდროს მინახავს", - განაცხადა ქალაქის მერმა, დეივ კიფერმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არსებობს მეწყრის განმეორების საფრთხე, ამიტომ საგანგებო სამსახურები მზადყოფნაში არიან.

მეწყერი ალასკის ქალაქში ძლიერ წვიმას მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics