19:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-24 09:56:53, 509 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ინფორმაცია სატელეფონო საუბრისას მიაწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა და სატელეფონო საუბარში ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, ამერიკის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გაავრცელებს.

“პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, დრონის აღჭურვილობა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ფრონტის ჯარისკაცებისთვის საბრძოლო მასალა და მობილური სარაკეტო სისტემები“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics