|
2024-08-23 12:24:40, 317 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა
უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს იმას, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული. "როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა. უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა. თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობის გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ რამდენჯერმე აგვირჩია იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოს ინტერესები გავატაროთ. ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)