|
2016-02-19 12:53:25, 393 ნახვა
პოლიტიკა
მევლუთ ჩავუშოღლუ: სეკულარული ტერორიზმი უფრო კარგია, რადიკალური - ცუდია, - ეს მიდგომა არასწორია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩაუშოღლუს განცხადებით, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის პოზიციები თურქეთის პოზიციებს ემთხვევა. ამის შესახებ, თურქეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან სამმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა. „ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლა ითვალისწინებს იმას, რომ არ უნდა იყოს განსხვავება კარგ და ცუდ ტერორისტებს შორის. სეკულარული ტერორიზმი უფრო კარგია, რადიკალური ცუდია - ეს მიდგომა არასწორია. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ის "დაეშის" მიერ არის ჩადენილი“, - აღნიშნა თურქეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა. მევლუთ ჩაუშოღლუმ იქვე აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)