|
2024-08-10 15:03:10, 346 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით, კონფერენცია გაიმართა
ბათუმში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით, კონფერენცია გაიმართა თემაზე "არტერიული ჰიპერტენზიის შეფასების და მართვის ახალი პერსპექტივები". კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე დაესწრო, რომელიც მონაწილეებს სიტყვით მიესალმა და წარმატებები უსურვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ჰიპერტენზიის კონტროლის სტრატეგია ქართულ რეალობაში. მაღალი არტერიული წნევის ფენოტიპების იდენტიფიცირების და მართვის პრინციპები; ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობა, თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ჰიპერტენზიის მართვაში და ა.შ. ღონისძიების ორგანიზაციული მხარდამჭერი იყო - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)