01:07 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-05 16:53:47, 541 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელი ირანზე პრევენციულ დარტყმას განიხილავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშიშროების ძალების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრისას ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა განიხილა.

როგორც მედია წერს, ვარაუდობენ, რომ ეს ვარიანტი იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ გამოჩნდება სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც სრული დამაჯერებლობით იტყვის, რომ გარკვეულ ადგილას ისრაელზე თავდასხმა განხორციელდება.

ისრაელის ხელისუფლების ვარაუდით, დარტყმა ირანში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული "ჰამასის" დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვას მოჰყვება. 

ამასთან, აშშ მოელის, რომ ირანმა, შესაძლოა, ისრაელზე დარტყმა დღეს განახორციელოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics