01:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 11:20:10, 530 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - ევროკავშირი შვებას განიცდის რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბორელის თქმით, ევროკავშირისთვის, რუსეთსა და ბელარუსში მყოფი პოლიტპატიმრების გათავისუფლება "შვება".

„ევროკავშირი შვებას განიცდის რუსეთიდან და ბელარუსიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების, რაც თურქეთის დახმარებით მოხდა.

გათავისუფლებული აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმების მიერ პოლიტიკური მიზეზებით უსამართლოდ იდევნებოდნენ და დაპატიმრებულნი იყვნენ გაუსაძლის პირობებში. პოლიტპატიმრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ უსამართლოდ არიან დაკავებულები რუსეთისა და ბელარუსის ციხეებში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ“,- აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics