22:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 09:36:38, 758 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბიმ განმარტა, რომ დახმარების აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალას და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.

პენტაგონი უკრაინას დამატებით გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე შორ მანძილზე მოქმედ და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 11 ივლისსაც განაცხადა. პაკეტი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics