|
2024-07-29 14:17:12, 334 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება
დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე, სკვერი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. „დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო ბილიკი, გამოყოფილია ასევე ველობილიკი, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია ატრაქციონების სივრცე, მოეწყობა ფანჩატურები, გაკეთდება სკეიტ მოედანი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში. ამ ფართიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ტერიტორია, რათა ყველაფერი ჩაგვეტია. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი პროექტი გამოვა, როდესაც დასრულდება განათებების მონტაჟი, დაირგვება ხე-მცენარეები და მოეწყობა სარწყავი სისტემა“, - განაცხადა კალაძემ. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საბავშვო, სატრენაჟორო და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები, დამონტაჟდება LED განათება და სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეში კი დაირგვება 600-მდე ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს. სამუშაოებს დღეს მერთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)