|
2024-07-24 12:37:52, 363 ნახვა
საზოგადოება
Euromoney-მ საქართველოში „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, “საქართველოს ბანკი“ 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. Awards for Excellence ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 30-ზე მეტი წელია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს აფასებს და გამორჩეული ინიციატივების, პროდუქტებისა და სერვისების მქონე ბანკებს ასახელებს. “30 წელზე მეტია, Euromoney საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკებს ავლენს როგორც მსოფლიოს, ასევე, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით. შეფასების პროცესში კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორგანიზაციების უნარს, მუდმივად გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტების ხარისხი, სხვა ბანკებთან შედარებით აჩვენონ უკეთესი შედეგები და ამასთან, ადაპტირდნენ მუდმივად ცვალებადი ბაზრის პირობებში, რათა შექმნან მომხმარებელზე მორგებული სერვისები“, - აღნიშნულია Euromoney-ს განცხადებაში. “Euromoney-ს კიდევ ერთი ჯილდო გვახარებს მთელს გუნდს და გვახსენებს, რომ გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური ძალისხმევა და მისწრაფება, შექმნას მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტები და მუდმივად იფიქროს სერვისების გაუმჯობესებაზე, აუცილებლად მოიტანს წარმატებას“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, “საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)