23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 10:42:24, 839 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - „კავკაზის“ პორტში, რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების სპეცოპერაცია იყო

"კავკაზის" პორტში, რუსულ საბორნე გემზე თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების სპეცოპერაცია იყო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, როგორც ამას უკრაინული მედია Unian-ი იტყობინება.

შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უკრაინის საზღვაო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, მტრის ბორანს პორტ “კავკაზში“ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

“ოკუპანტებმა ეს ბორანი გამოიყენეს სამხედრო მიზნებისთვის სარკინიგზო ვაგონების, ძრავიანი მანქანებისა და კონტეინერების გადასაზიდად. “სლავიანინი“ არის მესამე და ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰყავდა მითითებულ რეგიონში. ჩვენ ვაგრძელებთ მტრის, მისი აღჭურვილობის,  სამხედროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას“, - აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.

შეგახსენებთ, “კავკაზის“ პორტში საბორნე გემს უკრაინული დრონები გუშინ, 23 ივლისს დაესხნენ თავს. რამაც ეკიპაჟის წევრებისა და პორტის თანამშრომლების დაშავება და გარდაცვალება გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics