23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-23 13:29:34, 609 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობა აუცილებელია, თუმცა არა - პუტინის პირობებით

უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა არა – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირობებით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილია, განაგრძოს სამშვიდობო წინსვლა.

"დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ზელენსკის სურვილია, განაგრძოს წინსვლა სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და გამართოს კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც რუსეთის დასწრება, რა თქმა უნდა, რეალურია. შემდეგი ნაბიჯები საჭიროებს რუსეთის ჩართულობას. ნახეთ, რა თქვა პუტინმა პრემიერ-მინისტრ ორბანის მოსკოვში ვიზიტის დროს. ეს პუტინის წინაპირობებია. უნდა გვქონდეს დიპლომატიური გზით მშვიდობის მიღწევის იმედი, თუმცა არა – პუტინის პირობებით“, – განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics