|
2024-07-18 16:18:05, 494 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ“ მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის საბჭოს 88-ე შეხვედრას უმასპინძლა
16-18 ივლისს, "საქართველოს ფოსტამ", საქართველოში, კერძოდ თბილისში, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union), მომსახურების ხარისხის ფონდის (Quality of Service Fund) საბჭოს 88-ე შეხვედრას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. მათი ცნობით, როგორც "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა ფონდის ხელშეწყობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, უკვე განხორციელებული და სამომავლო პროექტები. "მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე შეხვედრისას, კენჭისყრის საფუძველზე, საბჭოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნუგზარ ბრეგვაძე, "საქართველოს ფოსტის" საერთაშორისო და საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდის არსებობის მანძილზე, საქართველო, საბჭოს თავმჯდომარედ პირველად დასახელდა. საქართველოსთან ერთად, მსოფლიო საფოსტო კავშირის, მომსახურების ხარისხის ფონდის (Universl Postal Union Quality of Service Fund) წევრები არიან შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორები: ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, საუდის არაბეთი, ჩილე, თურქეთი, ტაილანდი, ეგვიპტე, ინდოეთი, კოტ-დ ივუარი. მსოფლიო საფოსტო კავშირის, მომსახურების ხარისხის ფონდი, უზრუნველყოფს განვითარებად ქვეყნებში ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოში საფოსტო სერვისის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, შიდა საფოსტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)