00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 14:43:02, 698 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს აღდგენისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცმა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, გამოყოფილით თანხა საავადმყოფოს სამუშაო მდგომარეობაში დაბრუნებას მოხმარდება - კერძოდ,  საუბარია შენობის ფასადების, სამკურნალო ოთახების შეკეთებასა და მოვლა-პატრონობაზე, ასევე ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდებაზე.

„არ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უკრაინაში კიბოს მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ უკრაინის მთავრობას საავადმყოფოს რეკონსტრუქციაში დახმარება, რათა ბავშვებმა კვლავ სწრაფად მიიღონ საჭირო მკურნალობა“, - თქვა სვენია შულცმა.

შეგახსენებთ, კიევში ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტზე" თავდასხმა რუსეთმა 8 ივლისს განახორციელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics