|
2024-07-17 12:07:48, 354 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, მერიამ „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა
2024 წელს თბილისის მერიისგან თორმეტმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მიიღო დაფინანსება სოციალური მეწარმეობის პროექტების განსახორციელებლად. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერიაში შესული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული პროექტებიდან ოთხის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ესენია აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას", „საქართველოს კარიტასის", „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაციის" და „პოტერიას" პროექტები. „2022 წლიდან, თბილისის მერია ახორციელებს ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რაც ითვალისწინებს სოციალური მეწარმეობის პროექტების ფინანსურ წახალისებას და მხარდაჭერას. ბიზნესმოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას გააჩნია, ერთი მხრივ, სოციალური, მეორე მხრივ კი ეკონომიკური მიზანი. იგი ემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. როგორც იცით, ჩვენ გამოცხადებული გვქონდა საპროექტო განაცხადების მიღება. დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტები, რომელთა შორისაც 2024 წელს დაფინანსდა 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია. მინდა, საზოგადოებას გავაცნო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი 4 მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ესენია: ა(ა)იპ „აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა", რომელიც ემსახურება უსინათლო და მცირემხედველი ბენეფიციარების სოციალური პრობლემის გადაჭრას. ქართველი და უცხოელი კლასიკოსი მწერლების მხატვრულ და საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, გამოიცემა აუდიო და აუდივიზუალური წიგნები. პროექტის ფარგლებში დასაქმდებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი სტუდენტები. ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" -მათი სოციალური მიზანია ხელოვნების სტუდიის კურსდამთავრებულებს მისცენ საშუალება, გამოიყენონ მიღებული უნარები და შექმნან მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ნივთები, შედეგად კი მიიღონ ყოველთვიური ანაზღაურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარიტასი გადამზადების შემდგომ დაასაქმებს 12 კურსდამთავრებულ ახალგაზრდას და დახმარებას გაუწევს მათ მიერ შექმნილი ნივთების რეალიზებაში. ა(ა)იპ „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაცია", რომლის სოციალური მიზანია ახალგაზრდებში პროფესიული და სოციალურ-მეწარმეობითი უნარების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში უფასოდ გადამზადდებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებიც გაივლიან 3-თვიან კურსს ხის, ლითონის, ქსოვილის დამუშავებასა და სხვადასხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის მიმართულებით. ა(ა)იპ „პოტერიას" პროექტის მიზანია თიხასთან მუშაობის ძველი ქართული ტრადიციის შენარჩუნება-განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების სრულფასოვანი ცხოვრების ხელშეწყობა. 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდები უფასოდ გაივლიან კერამიკოსის პროფესიის კურსს და დასაქმდებიან", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა წარმატება უსურვა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ ორგანიზაციებს დ მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)