|
2024-07-16 15:53:04, 404 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებაზე Grammarly-ის წარმომადგენელი გამოცდილებას გააზიარებს
„საქართველოს ბანკისა" და Startup Grind-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 18 ივლისს, თბილისში, სტარტაპერებთან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრას მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო გამართავს. Grammarly ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც ინგლისურენოვანი ტექსტის რედაქტირების ხელსაწყო შექმნა. იგი პირველი „უნიკორნი“ სტარტაპია უკრაინიდან, შეხვედრა კი, Grammarly-ის მაგალითზე დაყრდნობით, ტექნოლოგიური კომპანიების გამოწვევებს შეეხება. შეხვედრაზე იგორ კონონუჩენკო საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს, თუ როგორ იქცა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Grammarly-ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და რა როლი შეასრულა მილიარდიანი კომპანიის განვითარებაში. იგი ასევე დამსწრეებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გადაჭრან კომპლექსური საინჟინრო საკითხები და გააუმჯობესონ ტექნოლოგიური გადაწყვეტები სტარტაპში. „საქართველოს ბანკი" აგრძელებს ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებას და მათ შორის სტარტაპ ეკოსისტემისთვის საინტერესო შეხვედრების მხარდაჭერას. ჩვენთვის, როგორც დიდი ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, მეწარმეებს შორის კომპეტენციის გაზიარებას შევუწყოთ ხელი. გამოცდილების გაზიარებითა და მისაბაძი მაგალითების ჩვენებით კი სტიმული მივცეთ, რათა შეძლონ ინოვაციების დანერგვა, უახლესი ტექნოლოგიების შექმნა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. ჩვენ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას შევთავაზებთ“, - ამბობენ „საქართველოს ბანკში". შეხვედრა გაიმართება თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34-ში. სამუშაო ენაა ინგლისური. ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://www.startupgrind.com/e/m8p2kx/
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)