07:22 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 14:35:08, 540 ნახვა

მსოფლიო
POLITICO - 63 ევროპარლამენტარი EU-ის ხელმძღვანელობას მიმართავს, რომ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას

ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთსა და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ქვეყანას ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ POLITICO წერს.

POLITICO-ს ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნით 63-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას წერილით მიმართა.

გამოცემის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ წერილში ნათქვამია, რომ ვიქტორ ორბანმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საბჭოს თავმჯდომარეობის როლს და მას ბოროტად იყენებს. 

"ორბანმა განახორციელა რამდენიმე დიპლომატიური ვიზიტი პუტინის მოსანახულებლად რუსეთში და სი ძინპინის ჩინეთში, რომლის დროსაც მან განზრახ არასწორად წარმოაჩინა თავისი უფლებამოსილებები... ეს მოითხოვს რეალურ ქმედებებს, როგორიცაა უნგრეთისთვის საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ვითარების უბრალო სიტყვიერ დაგმობას არანაირი ეფექტს არ მოაქვს",- აღნიშნავენ ევროდეპუტატები წერილში და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics