18:06 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 12:17:46, 361 ნახვა

საზოგადოება
შინდისში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, შინდისში 7 ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ი. ჭავჭავაძის ქ; ი. ჭავჭავაძის I შესახვევი; ი. ჭავჭავაძის II შესახვევი; ვ. ბარნოვის ქ; თაბორის ქ; 9 აპრილის ქ; სატყეოს ქ.

„სამუშაოების შედეგად, გრუნტის გზა ასფალტის ორფენიანმა საფარმა ჩაანაცვლა. ჯამში, 
15 783 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა. ასევე, მოეწყო ბორდიური.

აღნიშნულ მისამართებზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. დღეიდან კი, ეს პრობლემა მოუგვარდებათ.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე  თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ
შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 595 600 ლარი გამოიყო”, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics