|
2024-07-15 12:48:49, 427 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ საფოსტო მარკა „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება
"საქართველოს ფოსტის" მიერ გამოცემული საფოსტო მარკა "ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი“ ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. "საქართველოს ფოსტის“ ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს, "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ეწვია ენგურჰესს, სადაც მას უმასპინძლა ატრაქციის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ. "ატრაქციის დათვალიერების შემდეგ, ლევან ჩიკვაიძემ, სიმბოლური საჩუქარი, საფოსტო მარკა, გადასცა მასპინძელ მხარეს. მოგახსენებთ, რომ საფოსტო მარკა ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით და ახლა უკვე ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციაზე. მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 50 000 ერთეული”, - აღნიშნულია "საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)