|
2024-07-13 17:24:33, 729 ნახვა
საზოგადოება
ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის 4 ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის 4 ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ მიაწოდა და პროექტი გააცნო. “სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 307 703 ლარია გათვალისწინებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)