|
2016-02-17 10:17:10, 527 ნახვა
საზოგადოება
შსს-სა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით, საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენციისთვის სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს შეიმუშავებენ. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ საფეხბურთო გუნდების მიერ უკანონო გარიგებისა და მატჩებთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, უწყებები ერთობლივად განიხილავენ და შეიმუშავებენ საფეხბურთო სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა დოკუმენტებს. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი სწავლებები, ტრენინგ-კურსები და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)