|
2024-07-12 17:37:43, 545 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, ჩიქოვანს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი მასპინძლობს. "ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ჩიქოვანმა და სურენ პაპიკიანმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)