|
2024-07-12 12:34:20, 522 ნახვა
საზოგადოება
გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 12 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. “ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგმება ჩოგბურთის მაგიდები. მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმობა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 647 417 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)