|
2024-07-12 12:18:00, 530 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში Deutsche Wein und Sommelierschule ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი (Yvonne Heistermann) უძღვებოდა, მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ. “წარმოდგენილი პრეზენტაცია ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიას და ძირითად მიზნებს მოიცავდა. ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations და ღვინის ინსტიტუტის Deutsche Wein und Sommelierschule ჩართულობით გაიმართა. ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან გერმანიაში 674 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32% შეადგინა“,- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)