|
2024-07-10 14:13:51, 543 ნახვა
საზოგადოება
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო
მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო. "ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, 9 ივლისს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანია ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის კომპნანია PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა. მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები. მწვანე ეკონომიკის ლიდერი – კომპანია PSP - ვაჟა ოქრიაშვილი; ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე “ოქროს ლომებით” დაჯილდოვდნენ. “PSP - 30 წლიანი გამოცდილების და ისტორიის ქართული ბრენდი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართული ფარმაცევტული ბაზრის განვითარებაში და ფარმაცევტული დარგის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. სტაბილურად უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვისთვის აუცილებელი გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების და თავის მოვლის პროდუქტების უწყვეტ მიწოდებას. წლებია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის "ოჯახის აფთიაქად“ იქცა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გარდამავალი ჯილდოები, რომელთა შერჩევაშიც დამსწრე ბიზნესკომპანიები და მედიის წარმომადგენლები ღონისძიების მსვლელობის დროს ირჩევენ, უკვე მეორედ, მედიის რჩეულ ბრენდად PSP დასახელდა. თითოეული აღიარება დაჯილდო კომპანიის 5000 თანამშრომლის ყოველდღიური შრომის შედეგი და დამატებითი მოტივაციაა, წარმატებით გავაგრძელოთ მომხმარებელზე ზრუნვის 30 წლიანი ისტორია“,- აცხადებენ PSP-ში. PSP-ს პროფესიონალთა გუნდი მუდამ გთავაზობთ მომხმარებლის ინეტრესისა და საჭიროებისამებრ კვალიფიციური კონსულტაციას. სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ https://psp.ge/ და თვალი ადევნეთ პსპ აფთიაქის ფეისბუქ გვერდს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)