|
2024-07-09 14:34:37, 687 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო დაზვერვა - ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს, არჩევნების შედეგების შემდეგ, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) მტკიცებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურს. СВР აღნიშნულთან დაკავშირებით აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში "ქართული ოცნების" "დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია უკვე შემუშავებულია". "რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს, მიაღწიოს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დისკრედიტაციისთვის",- აღნიშნულია საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, "ანტისამთავრობო განწყობების გამწვავებაში" მთავარი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს. "ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს პრეზიდენტმა, ს. ზურაბიშვილმა. როგორც "ვაშინგტონელმა რეჟისორებმა" ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური ინტერვიუს მისცემს ერთ-ერთ ამერიკულ მედიას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დეგრადაციაში, გააფრთხილებს "ფართო საზოგადოებას" "მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა" და რუსეთიდან გადაბარგებულთა მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე. ამავდროულად, ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით, აპირებს ამომრჩევლები "ოპოზიციის მხრიდან "ქართული ოცნებისთვის" გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისთვის" მოამზადოს, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მორიგი "ფერადი რევოლუცია" აღმოჩნდეს",- აღნიშნულია განცხადებაში. СВР-ის მტკიცებით, ამერიკელმა "კურატორებმა" საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, ქვეყანაში არჩევნების დროისთვის საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)